რა არის ADOBE-ის სერტიფიცირებულ პროფესიონალთა მსოფლიო ჩემპიონატი სტუდენტებისთვის?

Adobe Certified Professional World Championship, რომელსაც Certiport უზრუნველყოფს, არის გლობალური შეჯიბრი სტუდენტების დიზაინერული უნარების შესამოწმებლად Adobe Photoshop-ის და Illustrator-ის გამოყენებით. საუკეთესო სტუდენტები მსოფლიო ჩემპიონატზე მოწვეული არიან თავიანთი ქვეყნის სახელით იმისათვის, რომ შექმნან სპეციალური პროექტი Certiport-ის მიერ არჩეული არაკომერციული კლიენტისთვის. ზოგიერთ ქვეყანაში ან რეგიონში, სტუდენტები ვალდებული არიან მონაწილეობა მიიღონ რეგიონულ ჩემპიონატში. ამ ჩემპიონატის გამარჯვებულები კი შეჯიბრებას მსოფლიო ჩემპიონატზე განაგრძობენ. 

Adobe Certified Associate (ACA) სერტიფიცირება ამ სტუდენტებს სხვა საფეხურზე გადაიყვანს და მისცემს დამატებით იმპულსს უმაღლეს სასწავლებელში ან სამუშაო სივრცეში შესვლისას.

რა არის ADOBE სერტიფიცირება?

Adobe-ის სერტიფიცირებული პროფესიონალის სერტიფიკატი ამტკიცებს პირის ცოდნასა და უნარებს ვიზუალურ დიზაინში. Adobe Certified Associate (ACA) სერტიფიცირება სტუდენტებს სხვა პროფესიულ საფეხურზე გადაიყვანს და მისცემს დამატებით იმპულსს კარიერის განსავითარებლად.

გასული წლის ინფორმაცია

ნახეთ გასული წლის ჩემპიონატის შედეგები Facebook-ზე, Twitter-ზე და Instagram-ზე ჰეშტეგით #ACAWC.

ვისთვისაა ჩემპიონატი?

13-დან 23 წლამდე ასაკის ახლაგაზრდებისთვის, ვინც სერტიფიცირებულია Adobe-ის მიერ 2022 წლის 16 ივნისიდან - 2023 წლის 12 მაისის ჩათვლით.

პრიზები

I ადგილი

$ 8,000
თასი
მედალი
სერტიფიკატი

II ადგილი

$ 4,000
თასი
მედალი
სერტიფიკატი

III ადგილი

$ 2,000
თასი
მედალი
სერტიფიკატი

დედლაინები

12 მაისი, 2023

სერტიფიცირების ბოლო დღე.


3 ივნისი, 2023

რეგიონული ჩემპიონატის დღე.

30 ივლისი- 2 აგვისტო, 2023

მსოფლიო ჩემპიონატი, ორლანდო, ფლორიდა, აშშ

რა არის რეგიონული ჩემპიონატი?

საქართველოს რეგიონულ ჩემპიონატზე (კრეათონზე) მონაწილეებს ექნებათ 8 საათი სპეციალური დავალების შესრულებისთვის. 8 საათიანი რეგიონული ჩემპიონატის (კრეათონის) დასრულების შემდეგ, ჟიურის წევრები შეაფასებენ მათ ნამუშევრებს, გამოავლენენ გამარჯვებულებს, გამარჯვებული დიზაინერები გაემგზავრებიან მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ში.

რეგიონული ჩემპიონატის ეტაპები

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

მონაწილეობისთვის საჭიროა გახდეთ სერტიფიცირებული!
ეცადეთ სერტიფიცირების დროს აიღოთ მაქსიმალური ქულები.
გახსოვდეთ, მხოლოდ 30 უმაღლესი ქულის მქონე მონაწილე მოხვდება კრეათონზე!

სერტიფიცირებისთვის დარეგისტრირდი

წესები

 გადმოტვირთეთ ჩვენ მიერ მომზადებული წესების დოკუმენტი და გაიგეთ მეტი.

FAQ

Adobe Certified Professional World Championship, წარმოდგენილი Certiport-ის მიერ, არის გლობალური შეჯიბრი, რომლის მიზანიც Adobe-ის პროგრამული უზრუნველყოფების მომხმარებელი შემდეგი თაობის პროფესიონალი დიზაინერების იდენტიფიცირებაა. The World Championship 2023 წლის 30 ივლისიდან – 2 აგვისტომდე, ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში შეკრებს ყველა რეგიონულ ჩემპიონს ფინალური პროექტის გამოწვევისთვის. მონაწილეებს ფინალურ პროექტზე სამუშაოდ მოცემული ექნებათ ინსტრუქციები, პროექტის მოთხოვნები და საშუალებები. სტუდენტები ამ დავალების შესასრულებლად გამოიყენებენ Adobe Photoshop-სა და Adobe Illustrator-ს.

მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა ჩააბარონ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გამოცდა 2023 წლის 12 მაისამდე:

Adobe Certified Professional Visual Communication – Adobe Photoshop-ის გამოყენებით

Adobe Certified Professional in Graphic Design & Illustration – Adobe Illustrator-ის გამოყენებით

*ინდივიდუალურ პარტნიორებს/ქვეყნებს შეიძლება ჰქონდეთ დამატებითი წესები, რომლებიც მათ მიერ იქნება გამოქვეყნებული. ამ შემთხვევაში, წესების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ რეგიონული კონკურსის ორგანიზატორებს.

იმისათვის, რომ სტუდენტებმა შეძლონ Adobe Certified Professional World Championship-ში მონაწილეობის მიღება, რომელსაც Certiport აორგანიზებს, კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ ასაკობრივ კრიტერიუმს, რაც 13-დან 23 წლამდე განისაზღვრება (2023 წლის 15 ივნისის მონაცემებით).  Adobe-ის, Certiport-ის და Sponsoring Certiport Authorized Partner-ის, მათი კომპანიონების, სუბსიდიარების, შვილობილი, მშობელი და დაკავშირებული კომპანიების თანამშრომლებს ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ.

ქულების მიხედვით მომდევნო ეტაპზე გადავა 30 საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე.

რეგიონული ჩემპიონები დაესწრებიან მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპს (World Championship Round) და კონკურსში მონაწილეობას Adobe-ის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით მიიღებენ, სადაც პირველ, მეორე და მესამე ადგილოსნებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შესრულებული პროექტების შეფასების საფუძველზე მიენიჭებათ.

 

მსოფლიო ჩემპიონატის რაუნდის თითოეული მონაწილე პასუხისმგებელი იქნება საკუთარი თავის შესაბამისი გამოცდისთვის მომზადებაზე. Certiport-ის, Adobe-ისა და/ან Certiport-ის პარტნიორებს შეუძლიათ უზრუნველყონ მოსამზადებელი მასალები, რათა ხელი შეუწყონ თითოეულ სტუდენტს პროგრამული უზრუნველყოფის შესწავლაში.

საქართველოში Certiport-ის ავტორიზებული საგამოცდო ცენტრია IT Academy Step

არ არსებობს გამოცდაზე გასვლის რაოდენობრივი შეზღუდვა. ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია იმდენჯერ გაიაროს გამოცდა, რამდენჯერაც მას ამის სურვილი ექნება, იმ პირობით, თუ იგი არ არღვევს Adobe Certified Professional-ის გამოცდის გადაბარების პოლიტიკას. სტუდენტები, რომლებიც არ დაემორჩილებიან Adobe Certified Professional-ის გამოცდის გადაბარების პოლიტიკას, დაუყოვნებლივ დისკვალიფიცირებული იქნებიან ჩემპიონატიდან. Certiport იტოვებს უფლებას მოახდინოს სტუდენტების დისკვალიფიკაცია შესაბამისი მიზეზის გამო.

არა, მსოფლიო ჩემპიონატი რადიკალურად განსხვავებულია. თქვენ შექმნით პროექტს არაკომერციული კლიენტისთვის. ეს ნიშნავს, რომ მოგიწევთ გამოიყენოთ სასერტიფიკატო გამოცდის უნარები რეალური პროექტის შესასრულებლად.

პარტნიორები

საკონატქო ინფორმაცია:

მეილი: acachampionship@itstep.ge
მისამართი: ალ. ყაზბეგის 34/34ბ
ტელეფონის ნომერი: +995 (32) 2 15-55-51